მარკო რუბიო - პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტად რჩება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით მიღწეული ხანგრძლივი შეთანხმებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მხარეებმა ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის ხელშეწყობასა და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას, ან არ მიიღოს.

„რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტად რჩება ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით მიღწეული ხანგრძლივი შეთანხმებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა