სერგეი ლავროვი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ჩინეთის ქალაქ ტიანძინში გაიმართა, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერგეი ლავროვმა სი ძინპინს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ზეპირი შეტყობინება გადასცა.

„ლავროვმა ჩინეთის ლიდერს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობრული მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გადასცა. განხილეს უმაღლეს და მაღალ დონეზე ორმხრივი პოლიტიკური კონტაქტების რიგი საკითხები, მათ შორის რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის მზადება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში და მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა და პეკინმა მნიშვნელოვანი შეთანხმებების ეფექტურად განხორციელება უნდა განაგრძონ.

მისივე თქმით, რუსეთმა და ჩინეთმა უნდა დაიცვან ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესები და ურთიერთმხარდაჭერა და თანამშრომლობა გააძლიერონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე