ულფ კრისტერსონი - შვედეთი გააგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში

მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინისთვის უფრო თანამედროვე იარაღის მიწოდებას და მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლას, - ამის შესახებ შვედეთის პრემიერ მინისტრი, ულფ კრისტერსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, შვედეთი გააგრძელებს უკრაინისთვის სწრაფი და არსებითი მიწოდების ხელშეწყობას.

„როგორც უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი დონორი, და ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებთან ერთად, შვედეთი გააგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინისთვის სწრაფი და არსებითი მიწოდების განხორციელებაში. დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მალე გავერთიანდებით, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის დასრულება ვაიძულოთ, მით უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება“, - წერს ულფ კრისტერსონი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნის საკითხზე ნატო-სთან შეთანხმებას მიაღწია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს