„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება - ტერიტორია ჯებირებითაა შემოსაზღვრული

„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება.

ადგილზე კვლავ მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ კორპუსის მიმდებარე ტერიტორია შემოღობილი აქვთ და მოქალაქეებს ავარიულ კორპუსთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

ასევე გრძელდება კორპუსის მობინადრეთა გასახლების პროცედურებიც.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს