ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ქართველი ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა

ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების დაკავებაში მონაწილეობა მიიღეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში სიტუაცია უარესდება.

„ვხედავთ, რომ საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება და ჩვენი მხრიდან ქმედებების ნაკლებობა სიტუაციას დამატებით სტიმულს მატებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების დაკავებაში მონაწილეობა მიიღეს. ვხედავთ იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ აღიძრა და ეს სრულიად მიუღებელია. ჩვენი მხრიდან ამას სანქციებით, რეჟიმზე ზეწოლითა და პოლიტიკური იზოლაციით უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა კიასტუტის ბუდრისმა.

ასევე, მისი თქმით, საქართველოში არსებულ ვითარებას ევროკავშირმა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერის გაზრდით უნდა უპასუხოს.

„კვლავ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩემს საზოგადოებაშიც ვხედავ, რომ ლიეტუვის მოსახლეობის 60%-ზე მეტს სურს, საქართველო ევროკავშირის ნაწილი იყოს. ვალდებულებები ორივე მხარისთვის არსებობს. არსებობს ვალდებულებები საქართველოსთვის, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტები დაიცვას და არსებობს ვალდებულება ევროპული ქვეყნებისთვის, რომ საქართველოს მხარი მაქსიმალურად დაუჭირონ. მოქმედება ასე უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს