გიგა ლემონჯავა - გიორგი ბაჩიაშვილის წამებას ჰყავს დამკვეთი და ის არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი - წამების ამ აქტს ჰყავს ორგანიზატორი და ის არის გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი დავით გოგიბერიშვილი

გიორგი ბაჩიაშვილის წამებას ჰყავს დამკვეთი და არავისთვის სიურპრიზი არ არის, რომ დამკვეთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია - ამ წამების აქტს ჰყავს ორგანიზატორი - დავით გოგიბერიშვილი, გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „არცერთ ბოროტმოქმედს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა და იმედი, რომ მათი დანაშაული დაუსჯელი დარჩება.“

„დავით გოგიბერიშვილი არის წამების ორგანიზატორი და ის, რაც გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არის არა უბრალოდ ძალადობა ან ცემა, არამედ კლასიკური გაგებით წამების დანაშაულია. დავით გოგიბერიშვილს შევახსენებ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა, სეკუნდა და ტერცია მუხლების შესაბამისად, დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 17 წლის ვადით. ასევე, მინდა ციხის ჯალათს, დავით გოგიბერიშვილს დავპირდე, რომ ჩვენ ორ რამეს გავაკეთებთ: 1. რეჟიმის პირობებშიც კი მისი სახელი და გვარი გახდება ცნობილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, საერთაშორისო პარტნიორისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავით გოგიბერიშვილი დასანქცირდეს რეჟიმის პირობებშიც კი. მინდა მას ასევე შევახსენო, რომ ევროპარლამენტის წლიური ანგარიშის შესაბამისად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი სწორედ საშუალო და დაბალი რგოლის ბოროტმოქმედ ე.წ. საჯარო მოხელეებს, რომელშიც გადის გოგიბერიშვილი და წამების აქტი, რომელიც მან დააორგანიზა, შეუმჩნეველი არ დარჩება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. მეორე, რასაც ვპირდები, არის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მას მერე, რაც საქართველოში ევროპული, კოალიციური ტიპის მმართველობა დამკვიდრდება, მას მერე, რაც საქართველოში იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მაღალპროფესიული მართლმსაჯულების სისტემა, მას მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე სსკ-ის იმ მუხლების მიხედვით, რომელიც ჩამოვუთვალე. არცერთ ბოროტმოქმედს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა და იმედი, რომ მათი დანაშაული დაუსჯელი დარჩება. დავით გოგიბერიშვილი არის ჯალათი, სისხლის სამართლის კოდექსის დამნაშავე. ის არის გიორგი ბაჩიაშვილის წამების აქტის ორგანიზატორი და ის აუცილებლად აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს