პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - თქვენი დამსახურებით საქართველო უკვე იმ ზღვარზეა, რომ ევროპამ შეიძლება უვიზო რეჟიმი გაგვიუქმოს - გეყოთ ფარისევლობა, დროზე ჩანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!

თქვენი დამსახურებით საქართველო უკვე იმ ზღვარზეა, რომ ევროპამ შეიძლება უვიზო რეჟიმი გაგვიუქმოს - გეყოთ ფარისევლობა! დროზე ჩანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართულ ოცნებას“.

მისი თქმით, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა უპირველეს ყოვლისა გამოსავალია „ქართული ოცნებისთვის“, „სანამ მეტ ღალატს ჩაიდენენ, ამ ქვეყანაში დარჩენის და ცხოვრების უფლება რომ ჰქონდეთ“.

„რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანეთ, ბაჩიაშვილი სცემეთ ციხეში, ზურა ჯაფარიძე, უკანონო ტყვე, მხოლოდ რამდენიმე წუთით, ხელებშეკრული მიიყვანეთ გარდაცვლილ დედასთან.

თქვენი დამსახურებით საქართველო უკვე იმ ზღვარზეა, რომ ევროპამ შეიძლება გაგვიუქმოს უვიზო რეჟიმი.

ციხეები სავსეა სინდისის პატიმრებით. უამრავი ოჯახი ტოვებს ქვეყანას.

ამ დროს პროპაგანდირებთ, ვითომ ქვეყანას და ქრისტიანობას იცავთ. ვისით იცავთ? აიათოლათი და პუტინის პოლიტიკით?

გეყოთ ფარისევლობა. დროზე ჩანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეს უპირველეს ყოვლისა გამოსავალია თქვენთვის სანამ მეტ ღალატს ჩაიდენთ, რომ ამ ქვეყანაში დარჩენის და ცხოვრების უფლება გქონდეთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა