კახა კალაძე - მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა, რომ 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტმა ხალხი სახლებიდან გამოყაროს, ეს 2012 წლამდე ხდებოდა - თუ ეს არასწორია, მაშინ დღესვე დავტოვებ თანამდებობას

მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. მოხდა უბედური შემთხვევა, რაც ძალიან მძიმე და ცუდია. რაც შეეხება განცხადებას შენობის ავარიულობის კატეგორიებთან დაკავშირებით, აღნიშნულ კორპუსს აქვს მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი. ჩემი შეცდომა იყო, როდესაც ვთქვი მეხუთე კატეგორია. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა, რითაც „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნულ კორპუსთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან.

„ამ კონკრეტულ შენობაში ცხოვრობდა ხალხი და არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან. საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე. ჩვენ საზოგადოებას 2021 წელს მივეცით პირობა, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც შევძლებდით ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ქალაქში. ეს პროგრამა არსებობს, თუმცა არსებობს გამოწვევები იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ავარიული შენობებიდან მოსახლეობის 100%-ის თანხმობის გარეშე გაიყვანონ, ტყუილია, იმ შემთხვევაში კი, თუ მსგავსი რამ დადასტურდება, მზადაა თანამდებობა დღესვე დატოვოს.

„ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაავრცელებთ არასწორ და მცდარ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. თუ ეს არასწორია, მაშინ დღესვე დავტოვებ თანამდებობას. მსგავსი ცვლილებები არ განხორციელებულა, რომ 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტმა ხალხი სახლებიდან გამოყაროს. ეს ხდებოდა 2012 წლამდე“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე