ქობულეთში, ზღვაში 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, ზღვაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ორი დღის წინ გაუჩინარდა. იგი გურიის რეგიონიდან იყო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს