დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მასთან ურთიერთობა ჯერ არ დამისრულებია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ დაუსრულებია.

„იმედგაცრუებული ვარ მისით, მაგრამ მასთან ურთიერთობა ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ მაინც იმედგაცრუებული ვარ. ოთხჯერ გვქონდა შეთანხმება, შემდეგ კი სახლში მიდიხარ და ხედავ, რომ კიევში მოხუცებულთა თავშესაფარს თავს დაესხნენ. რა ჯანდაბისთვის იყო ეს ყველაფერი? შესანიშნავი საუბარი გვაქვს, ვამბობ: „კარგია, ვფიქრობ, რომ დასრულებასთან ახლოს ვართ“ და შემდეგ ის კიევში შენობას ანგრევს“, - განაცხადა ტრამპმა BBC-სთან ექსკლუზიურ სატელეფონო საუბარში.

კითხვაზე, ენდობა თუ არა ის ვლადიმერ პუტინს, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „მე თითქმის არავის ვენდობი“.

ამასთან, კითხვაზე, როგორ მიაღწევს იმას, რომ პუტინმა სისხლისღვრა შეაჩეროს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ვმუშაობთ ამაზე“.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა