შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე - ადამიანი არის ჩვეულებრივი ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს - ასე რომ, ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება

ადამიანი არის ჩვეულებრივი, დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს - ასე რომ, ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმას.

მისივე შეფასებით, გიორგი ბაჩიაშვილის „განცხადებების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია”.

„რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილს, ადამიანმა მილიარდი დოლარის თაღლითობა ჩაიდინა, შემდეგ ოსტაპ ბენდერის გაქნილობით მანქანა გადააკეთა, შიგნით სამალავი გააკეთა და საქართველო ასე დატოვა. ადამიანი არის ჩვეულებრივი, დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს რაღაც ადამიანის აზრებით. რა თქმა უნდა, მისი განცხადებების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია.

ჩვენ პენიტენციური სამსახურის განცხადება მოვისმინეთ, გარდა ამისა, მოკვლევა დაწყებულია იმისთვის, რომ დეტალები მაინც დადგინდეს, რასთან გვქონდა საქმე. ვნახეთ, რომ მის განცხადებაში თაღლითობა ჩადებული იყო, თითქოს ის მთელი ეს პერიოდი სამარტოო საკანში იყო, რაც არის ტყუილი. აღნიშნულზე კი პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ ის არის საკანში, სადაც ოთხი ადამიანი თავსდება და ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა პატიმრებთან იყო. ასე რომ, ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა