ბათუმში ლოზუნგით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „საქართველოს ადგილი ევროპაშია“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “საქართველოს ადგილი ევროპაშია”,- ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას.

მათი თქმით, საქართველო რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია.

“ქართული საზოგადოება რეჟიმის გამო არ უნდა დაისაჯოს და უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეწყდეს. ქართველი ხალხი არის რუსი ოლიგარქის -რეჟიმს მძევლად ჰყავს. უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა ქვეყნის ეკონომიკასა და განვითარებაზე ცუდად აისახება. ახალგაზრდებს განათლების მიღებაში შეაფერხებს, ჯანდაცვის მიმართულებით პრობლემებს შეგვიქმნის”, - აცხადებენ შეკრებილები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს