ხატია დეკანოიძე - ან კონკრეტულ ვადაში „ქართული ოცნება“ შეასრულებს კონკრეტულ მოთხოვნებს, ან საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება მიიღონ გამოუსწორებელი ზიანი - ეს არის მოვლენების კატასტროფული მიმდინარეობა

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დარჩენა მოუწიოთ.

შესაბამისი განცხადება დეკანოიძემ ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვის დროს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, საკუთარი ძალაუფლებით ვაჭრობა, ქვეყნისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს.

„ეს არის მოვლენების კატასტროფული მიმდინარეობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, საკუთარი ძალაუფლებით ივაჭროს. საქართველოს მოქალაქეები შეიძლება დარჩნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე. ველოდები, რომ თვითონ ევროპის კავშირი გაასაჯაროებს წერილს. ჩვენ გვექნება კონკრეტული ვადა.

ან ამ ვადაში „ქართული ოცნება“ შეასრულებს კონკრეტულ მოთხოვნებს ან საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება მიიღონ გამოუსწორებელი ზიანი. ჩვენ ხელისუფლება რომც გამოვცვალოთ, რაც აუცილებლად მოხდება, ძალიან დიდი დრო დასჭირდება ამ შეუქცევადი წერტილის თავიდან მობრუნებას“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ევროპული მომავლისა და უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს ხელისუფლებიდან.

დეკანოიძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს 19 ივლისის საპროტესტო აქციას და მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსთაველზე შეიკრიბონ:

“თუ ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა, საქართველო დარჩეს ისტორიული ტრაექტორიის ერთგული, ამისთვის ჩვენ გვჭირდება „ქართული ოცნების“ დასუსტება და ძალაუფლებიდან მთლიანად ჩამოცილება. ძალიან მნიშვნელოვანი თვეები გველოდება წინ. 19 ივლისს ყველას გელოდებით რუსთაველზე. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ყველანი მივდივართ რუსთაველზე“,- განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ისაუბრა საქართველოსადმი გაგზავნილ წერილზე და განაცხადა, რომ საქართველოს აგვისტოს ბოლომდე აქვს “დედლაინი“ შეასრულოს რეკომენდაციები. კალასის თქმით, ეს არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ანგარიშშია მოცემული. რაც შეეხება ევროკავშირის რეაგირებას, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, კალასის თქმით, ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ "მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე