„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია, ვაშინგტონში რესპუბლიკელ კონგრესმენ დენ კრენშოუს შეხვდნენ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია, ვაშინგტონში რესპუბლიკელ კონგრესმენ დენ კრენშოუს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო- ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას განხილული იქნა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ლიდერების, აქტივისტებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიები, დასავლეთის საპირწონედ ავტოკრატიებთან დამყარებული სტრატეგიული ურთიერთობები და არაღიარებულ რეჟიმის მიერ საქართველოსა და ამერიკის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.

რესპუბლიკელ კონგრესმენთან შეხვედრისას ქართველმა პოლიტიკოსებმა დააყენეს „მეგობარი აქტის“ დაჩქარების აუცილებლობა და კიდევ ერთხელ გააჟღერეს ქართული დემოკრატიული პროტესტის მთავარი მოთხოვნები: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, როგორც შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი წინაპირობა.

რესპუბლიკელ კონგრესმენთან შეხვედრისას, ასევე განხილულ იქნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და საქართველოს ფასდაუდებელი როლი და მნიშვნელობა შუა კორიდორის წარმატებულ ფუნქციონირებაში.

„ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას თქმით, კონგრესში გააჟღერეს გზავნილები რაც თვეების განმავლობაში საქართველოში პროტესტს ამოძრავებს.

„კონგრესმენი კრენშოუ საქართველოსა და ჩვენი ფასეულობების გულითადი მეგობარია. დღეს ჩვენ კონგრესში კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ყველა ის ძირითადი გზავნილი, რაც თვეების განმავლობაში ამოძრავებს ჩვენს დემოკრატიულ პროტესტს. ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყონებლივ გათავისუფლება. მსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ აშშ კონგრესი მტკიცედ დგას იმ ღირებულებების სადარაჯოზე, რაც გვაერთიანებს და გვკრავს, როგორც ერს. კონგრესში კარგად აქვთ გააზრებული ჩვენი ბრძოლის ფასი და მნიშვნელობა და იციან, რომ თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე ჩვენს სახელმწიფოს არ გავათავისუფლებთ. ამერიკელ კანონმდებლებთან საუბრისას, დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ წამოვწიეთ Megobari Act-ის დაჩქარების და უკანონო რეჟიმის მიმართ წნეხის გაზრდის აუცილებლობის საკითხი. რასაკვირველია, ვაგრძელებთ მუშაობას უკანონო, თვით-მარქვია რეჟიმის დელეგიტიმაციის მიზნით“,- განაცხადა გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება