თინა ბოკუჩავა - ევროკავშირმა ივანიშვილის დე ფაქტო ხელისუფლებას წერილი გამოუგზავნა - კატეგორიულად მოვითხოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ გაასაჯაროოს ეს წერილი

ივანიშვილი აგრძელებს პერსონალური სანქციებისთვის თავის არიდებას ორბანის გამოყენებით და ასანქცირებს ქართველ ხალხს, საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას და შესაძლებელს ხდის, სამი მილიონი ქართველი დასანქცირდეს იმის გამო, რომ მან თავიდან აიცილოს პერსონალური სანქციები, - აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, „ევროკავშირმა ივანიშვილის დე ფაქტო ხელისუფლებას წერილი გამოუგზავნა“. თინა ბოკუჩავა კატეგორიულად მოითხოვს აღნიშნული წერილის გასაჯაროებას.

„გუშინ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი, ევროკავშირის მინისტერიალი ბრიუსელში, საიდანაც სამი მნიშვნელოვანი რამ გახდა ჩვენთვის ცნობილი - გავიგეთ, რომ ევროპა მოქმედებაზე გადავიდა. ამ დრომდე იყო უამრავი გაფრთხილება, შეშფოთება ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, მაგრამ ახლა ევროპამ განაცხადა, რომ დღეს უკვე მოქმედების დროა. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი რამ, რაც მინისტერიალზე გავიგეთ.

მეორე, არის ის, რომ ევროკავშირმა ივანიშვილის დე ფაქტო ხელისუფლებას გამოუგზავნა წერილი. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, დე ფაქტო ხელისუფლებამ გაასაჯაროოს აღნიშნული წერილი არა იმიტომ, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი, რა წერია ამ წერილში, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ადამიანებმა, რომლებიც შესაძლოა, ჯერ კიდევ ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერები იყვნენ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, სწორად აღიქვან, რა საფრთხის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე. ძალიან მინდა, ამ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფონზე, რომელსაც „რუსული ოცნება“ ყოველთვის ავრცელებს იმისთვის, რომ მოატყუოს საკუთარი ხალხი და შეცდომაში შეიყვანოს საკუთარი საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეებმა თავის თვალით წაიკითხონ სიმართლე.

ეს სიმართლე მდგომარეობს შემდეგში - თუ 31 აგვისტომდე ივანიშვილის რეჟიმი არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ ტყვეებს, არ გაიწვევს დრაკონულ კანონებს და არ შექმნის ქვეყანაში გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირი დაიწყებს მოქმედებას. სამწუხაროდ, ეს მოქმედება მოიაზრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას.

ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობთ იმაზე, რომ დასანქცირდეს პერსონალურად ივანიშვილი და არ შეეხოს ეს სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეს, ვიქტორ ორბანს იყენებს ევროკავშირში იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს სანქციები. ეს არის სწორედ მესამე, რაც საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გახდა ცხადი.

ივანიშვილი აგრძელებს პერსონალური სანქციების თავის არიდებას ორბანის გამოყენებით და ასანქცირებს ქართველ ხალხს, საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას და შესაძლებელს ხდის, სამი მილიონი ქართველი დასანქცირდეს იმის გამო, რომ მან თავიდან აიცილოს პერსონალური სანქციები. კარგად რომ გვესმოდეს, პერსონალურ სანქციებს სჭირდება კონსენსუსი, ანუ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა, ხოლო უვიზო მიმოსვლას შეჩერებას სჭირდება მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა. ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ევროკავშირისთვის ორბანის გარეშე, პუტინის და მისი ერთადერთი მოკავშირის გამოყენებით. ის საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას, რაც არის ძალიან დიდი საფრთხე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, უნდა გავერთიანდეთ, ვკონსოლიდირდეთ, რომ 31 აგვისტომდე ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ რეჟიმი, შეასრულოს უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნები. ის მოთხოვნები, რომლებიც ევროკავშირის წერილშია აღნიშნული და რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ პრინციპულად მოვითხოვთ, რომ ქართველმა ხალხმა სიმართლე თავისი თვალით ნახოს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო