გიორგი სიორიძე - ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით ვერ სარგებლობენ რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკური სისტემების მსგავსი ქვეყნები, როგორადაც ივანიშვილმა საქართველო გადააქცია

ივანიშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საფრთხის წინაშე დამდგარიყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უნიკალური შესაძლებლობა. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით ვერ სარგებლობენ რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკური სისტემების მსგავსი ქვეყნები, როგორადაც ივანიშვილმა საქართველო გადააქცია, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის გაუქმებით საქართველოს მოქალაქეები ბევრ პრივილეგიას დაკარგავენ, რაც გაზრდის უმუშევრობასა და სიღარიბეს.

„მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობელი სომხეთი მალე მიიღებს უვიზო მიმოსვლას, შეიძლება საქართველომ ეს შესაძლებლობა დაკარგოს. ეს კი ნიშნავს მეტ სიღარიბეს, უმუშევრობას, იმას, რომ ათასობით მოქალაქემ დაკარგოს შესაძლებლობა ევროპაში სასწავლებლად, სამუშაოდ, სამკურნალოდ სიარულისა, გაუქმდება დროებითი დასაქმების პროგრამები და სხვა. ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ივანიშვილს ეკისრება. ევროკავშირის აღმასრულებელმა შტომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს საგარეო ლეგიტიმაციას, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და არ შეიქმნება ახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარემო. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის სამართლიან პროტესტსა და ბრძოლას“, - განაცხადა სიორიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე