თინა ბოკუჩავა - როგორ შეიძლება 26 ოქტომბრის არჩევნები სპეცოპერაცია ყოფილიყო და 4 ოქტომბრის არჩევნებად წოდებული მოვლენა რუსული სპეცოპერაცია არ იყოს? – „ლელოს“ გადაწყვეტილება მათი ამომრჩევლებისთვის იმედგაცრუება იქნება

როგორ გგონიათ, ირაკლი კუპრაძემ თვითინიციატივა გამოიჩინა და პოლიტიკურ ქორწინებას მოაწერა ხელი ბერდია სიჭინავასთან? რეალურად ეს არის არა გახარია-ხაზარაძეს შორის თანამშრომლობის პაქტი, არამედ ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის თანამშრომლობის პაქტი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებში „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ მონაწილეობის მიღებას და მათ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გამოეხმაურა.

თინა ბოკუჩავას თქმით, მისთვის გაუგებარია, „როგორ შეიძლება 26 ოქტომბრის არჩევნები სპეცოპერაცია ყოფილიყო და 4 ოქტომბრის არჩევნებად წოდებული მოვლენა, რუსული სპეცოპერაცია არ იყოს?“

„როგორ გგონიათ, ირაკლი კუპრაძემ თვითინიციატივა გამოიჩინა და პოლიტიკურ ქორწინებას მოაწერა ხელი ბერდია სიჭინავასთან? რეალურად ეს არა გახარია-ხაზარაძეს შორის თანამშრომლობის პაქტი, არამედ ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის თანამშრომლობის პაქტია. რაც გახარიას ნაწილში სრულიად მოსალოდნელია, რადგან ის უბრუნდება თავის ბუნებრივ წიაღს. „ლელოს“ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ამ პარტიას საპარლამენტო არჩევნების დროს ნდობა გამოუცხადა, მათთვის ეს გადაწყვეტილება იმედგაცრუება იყო.

რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ეს იმედგაცრუება აისახება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბრის სპეცოპერაციისას შედეგს დაწერს, თუ ეს სპეცოპერაცია საერთოდ შედგა და მანამდე ივანიშვილის რეჟიმმა არ გააცნობიერა, რომ ამ ფარსის მოწყობის ნაცვლად უნდა შეასრულოს მოთოხნები, რომლებიც ქართველი ხალხისგან და ევროკავშირისგან დგას - უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაუქმდეს რუსული კანონები და შეიქმნას გარემო, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილს, როგორც მახსოვს 26 ოქტომბრის არჩევნები, რომ რუსული სპეცოპერაცია იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველა ვთანხმდებოდით, მათ შორის „ლელოც“ და მას შემდეგ რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ თავად მამუკა ხაზარაძე და ბევრი სხვა პოლიტიკური ლიდერი დღეს პოლიტპატიმარია, რომლებსაც მანამდე პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონიათ. გაუარესდა საარჩევნო გარემო, კონსოლიდირებული დიქტატურაა ქვეყანაში და როგორ შეიძლება 26 ოქტომბრის არჩევნები სპეცოპერაცია ყოფილიყო და 4 ოქტომბრის არჩევნებად წოდებული მოვლენა რუსული სპეცოპერაცია არ იყოს?“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე, თინა ბოკუჩავამ 2019 წლის 20-21 ივნისთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე პროკურატურის მიერ ახლახან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებიც შეაფასა. მისი თქმით, ეს პოლიტიკური შოუა, რომელსაც სიმართლის დადგენასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

გიორგი გახარიასთან ამ ეტაპზე არანაირი კითხვები არ მაქვს, ნათელია ამ ადამიანის პოლიტიკური ბედი და მომავალი. ის საზღვარგარეთ იმყოფება და იქიდან გვმოძღვრავს მორალური პიედესტალიდან და მისი მოძღვრება სრულიად უინტერესოა საქართველოს მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება 20 ივნისს, მე მქონდა ძალიან ბევრი კითხვა, ისევე როგორც საზოგადოების ბევრ წევრს, რომლებიც უშუალოდ იქ ვიყავით - პირველ ანტისაოკუპაციო მასშტაბურ აქციაზე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. გვქონდა კითხვები იმდროინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიასთან, რომელიც არაერთხელ დამისვამს საპარლამენტო ტრიბუნიდან, როდესაც ის პარლამენტში იმყოფებოდა, როდესაც ის შს მინისტრი იყო და შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა დააწინაურა პრემიერ-მინისტრად. მაგრამ თუ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებსა და რეჟიმს კითხვები ჰქონდათ გახარიასთან, რატომ არ მოუწია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ან შს მინისტრის რანგში, ან პრემიერ-მინისტრის რანგში?

ფაქტია, ეს პოლიტიკური შოუ, რომელსაც ახლა ივანიშვილი დგამს, მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურით არის განპირობებული და არაფერი საერთო სიმართლის დადგენასთან არ აქვს ამ მატყუარა, ყალბ რეჟიმს, რომელიც რუსულ დეზინფორმაციაზე დგას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე