გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიაში არსებულ სიტუაციას განიხილავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიაში არსებული კონფლიქტის განსახილველად დღეს შეიკრიბება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელმა ოთხშაბათს დამასკოში ძლიერი საჰაერო დარტყმები განახორციელა, ააფეთქა თავდაცვის სამინისტროს ნაწილი და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე ტერიტორია. ამასთან, ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს სამთავრობო ძალებს, რომლებიც სამხრეთ სირიაში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, დრუზებს ესხმიან თავს, თუ ისინი სუვეიდას პროვინციას არ დატოვებენ.

„ისრაელის თავდაცვის ძალები მუშაობენ ჩვენი დრუზი ძმების გადასარჩენად და რეჟიმის ბანდების გასანადგურებლად“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელი „მოღალატეობრივ აგრესიაში“ დაადანაშაულა.

შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ საბრძოლო მოქმედებები მალე შეწყდება.

„ჩვენ ჩავერთეთ სირიაში შეტაკებებში ჩართულ ყველა მხარესთან. შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და საშინელ სიტუაციას დღეს საღამოს დაასრულებს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა მიესალმება „აშშ-სა და არაბული მხარეების მიერ განხორციელებულ ძალისხმევას მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად“.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებაზე ისრაელს კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, სირიის ჯარებმა სუვეიდადან გასვლა დაიწყეს.

Reuters-ის წერს, რომ მიმდინარე კვირაში ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზების მებრძოლებსა და მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ბედუინთა ტომების წევრებს შორის დაპირისპირებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის