სახალხო დამცველი დაკავებულ აქტივისტზე - ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც, გენერალურ პროკურატურას, შსს-ს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მივმართეთ

ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს 11 ივლისს მოსთხოვა, მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო, შესაბამისად, აპარატს არ გაუსაჯაროებია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი აპარატი, პატიმრობაში მყოფ აქტივისტ ნინო დათაშვილთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილი 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს მოინახულეს. ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, შეხვედრისას ნინო დათაშვილმა რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც, სახალხო დამცველის აპარატმა, რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა.

„აღსანიშნავია, რომ ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს 11 ივლისს მოსთხოვა, მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო. შესაბამისად, აპარატს არ გაუსაჯაროებია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობას და ყველა ზომას მიიღებს, რათა დაიცვას მისი უფლებები კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველს სურს გამოეხმაუროს უკანასკნელ პერიოდში ინსტიტუტის შესახებ მიზანმიმართულად გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომ თითქოს, აპარატი არ ახდენს დროულ რეაგირებებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნულზე გვსურს განვმარტოთ შემდეგი: აპარატის რეაგირების თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებსა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან განსაკუთრებულ ზიანს აყენებს თითოეული პატიმრის უფლებების დაცვის პროცესს.

სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში. ნებისმიერ დროს დახურული ტიპის დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ასევე ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, ხდება დაუყოვნებელი რეაგირება. სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე ახორციელებენ ვიზიტს და ახდენენ პირველად რეაგირებას. ამასთან, განისაზღვრება შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, იგეგმება აპარატში დასაქმებული ექიმის ჩართულობა.

სახალხო დამცველი, როგორც წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი, უპირველესად მოქმედებს დაკავებულ პირთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მათი მოთხოვნის შესაბამისად, იცავს მათ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის თანხმობის შემთხვევაში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არასდროს ჰქონიათ და არ აქვთ უფლებამოსილება - თავად ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში.

სახალხო დამცველი აქტიურად აგრძელებს პატიმართა უფლებების, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, ზედამხედველობის განხორციელებას“-ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე