ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ დაინახა - როდესაც დასაბუთების გარეშე უჩერებენ ადამიანს ორ მილიარდს, ეს ევროპისთვის შეუფერებელია, „დიფ სთეითის“ გავლენის შედეგია და ეს მდგომარეობა ტრაგიკული და ბუნებრივია

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საფრანგეთის მინისტრის ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის განცხადებას, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ კარგად დაინახა. მასზე ჯერ მოქმედებდა არაფორმალური სანქციები, ორი მილიარდი გაუჩერეს აბსოლუტურად ყაჩაღური, სამარცხვინო ფორმით. როცა საუბარია ევროპაზე, ეს არის ევროპისთვის შესაფერისი საქციელი? როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კომერციული ბანკის მეშვეობით, გვიჩერებენ ორი მილიარდის თანხას, უჩერებენ კონკრეტულ ფიზიკურ პირს, მით უმეტეს, ადამიანს, რომელსაც ეკავა მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, დღესაც უკავია მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, ეს არის, რა თქმა უნდა, ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები. ასეთ რამეს ჩვენ 30-40 წლის წელი ევროპისგან ვერ წარმოვიდგენდით. თუმცა აქამდეც მიიყვანეს, სამწუხაროდ, ევროპა და ეს არის, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის“ საქმიანობისა და გავლენის შედეგი. ტრაგიკულია, ბუნებრივია ეს მდგომარეობა. ბიძინა ივანიშვილის არ ეშინია არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების. გამოდიან, შანტაჟის ენით საუბრობენ. ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს