თბილისის მერიამ სპორტის მხარდასაჭერად, 1 920 სპორტული პროექტი განახორციელა

დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მიერ ახლგაზრდული პროგრამებისა და სპორტის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა.

ანდრია ბასილაიას განცხადებით, ახალგაზრდული ბანაკების პროგრამით უკვე 20 000-მა ახალგაზრდამ ისარგებლა.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ახალგაზრდებთან, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთ ღონისძიებებს, რომელიც მათი ფორმალური განათლების ნაწილს შეავსებს. რამდენიმე წელია საზაფხულო ბანაკები ავამოქმედეთ და ამ სერვისით უკვე 20 000-მა ახალგაზრდამ ისარგებლა. ეს ყველაფერი არის უფასო. თბილისის გარშემო სხვადასხვა თემატური ბანაკი ორგანიზდება. ახალგაზრდები ირჩევენ იმ მიმართულებას, რომელიც მათთვის საინტერესოა. ეს არის ერთგვარი დასვენების შესაძლებლობა და შემავსებელია აკადემიური წლის.

სულ ორიოდე წელია, რაც დავიწყეთ ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების მხარდაჭერის პროგრამაც, სადაც 39 პროექტი დაფინანსდა. ჩვენ ახალგაზრდებს მივეცით შესაძლებლობა, რომ, ერთი მხრივ, თავიანთი სოციალური მიზანი განავითარონ და მეორე მხრივ, დამატებითი შემოსავლის წყარო გაიჩინონ“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერია ატარებს სტუდენტურ ფესტივალს, სადაც ყოველწლიურად მონაწილეობს 20 000-მდე სტუდენტი.

„2018 წლიდან იმართება სტუდენტური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობს 20-მდე უმაღლესი სასწავლებელი. იმართება სხვადასხვა შეჯიბრება, კონკურსი, კონცერტი და ერთგვარი სოციალიზაციის პლატფორმაა შექმნილი. ასევე, ჩვენს დედაქალაქში ძალიან პოპულარულია ქუჩის ხელოვნება, იგივე „სტრიტ არტი“ - მოიხატა 200-მდე კედელი. აქედან ამ პროცესში 100-მდე ქართველი და 50-მდე უცხოელი მხატვარი იყო ჩართული.

ეს არ არის სრული ჩამონათვალი. ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ბევრი ღონისძიება ხორციელდება და ეს მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

რაც შეეხება სპორტის მხარდაჭერის მიმართულებას, 2018-2025 წლებში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატებისათვის დაჯილდოვდა 695 თბილისელი სპორტსმენი.

„ჩვენთვის როგორც პროფესიონალური სპორტის მხარდაჭერა, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. 2 000-მდე სპორტული პროექტი დავაფინანსეთ. მათ შორის, ჩვენი პროფესიონალი სპორტმენების შეჯიბრებებში მონაწილეობა, სხვადასხვა ტურნირებზე გასვლა, მოქალაქეების აქტიური ჩართვა სპორტში და ა.შ. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს მწვრთნელებს - 350 მწვრთნელი სპორტის 49 სახეობაში იღებს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას. ყურადღებას ვუთმობთ ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს. მუნიციპალიტეტის მიერ სპორტის 32 სახეობაში ყოველწლიურად ფინანსდება 18 წლამდე ასაკის 260 სპორტსმენი.

გარდა ამისა, ამოქმედდა ქალთა გუნდების მხარდაჭერის პროგრამა და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ახალი ქალთა გუნდი შეიქმნა. ჩვენ ვაფინანსებთ, როგორც მათთვის სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების შეძენას, ასევე ტურნირებში მონაწილეობას. ჯამში, დაფინანსდა 268 სპორტული კლუბი და ორგანიზაცია. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ 40 სპორტულ ფედერაციასთან“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

ანდრია ბასილაიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე უფროსი თაობისთვის ხელშემწყობი პროგრამის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერვისით უკვე 2 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

„ამოქმედდა პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“. პროგრამის მიზანია უფროსი თაობის ჩართულობა სპორტში. ჩვენ მუნიციპალურ ობიექტებში კონკრეტულ საათებში მივეცით შესაძლებლობა ადამიანებს, რომ სრულიად უფასოდ ისარგებლონ აუზებით და სპორტული დარბაზებით. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კერძო ობიექტებიც დავამატეთ.

ასევე, ბოლო წლებში სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად, მუნიციპალიტეტმა ფიზიკური დატვირთვების სკრინინგის პროგრამა დაიწყო. 18 წლამდე ასაკის 1 700 სპორსტმენს ჩაუტარდა კომპლექსური სამედიცინო შემოწმება/სკრინინგი“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

ამასთან, ანდრია ბასილაიამ ისაუბრა პარასპორტის მიმართულებით მიღწევებზეც. კერძოდ, 2018-2025 წლებში პარასპორტსმენებმა სხვადასხვა ჩემპიონატზე მოიპოვეს 130 ოქროს, 77 ვერცხლისა და 150 ბრინჯაოს მედალი.

„მეამაყება ის რომ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი სამხრეთ კავკასიის რეგიონში უნიკალურია. აქ მომზადებას გადის ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები პრაქტიკულად ყველა პარასპორტსმენი. მომზადება სპორტის 14 სახეობაში ხდება. ცენტრში ფუნქციონირებს ფიტნეს-გამაჯანსაღებელი სექცია. საწვრთნელ-სარეაბილიტაციო პროცესში ჩართულია 280 შშმ პირი და 19 მწვრთნელი. მიხარია, რომ შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს, რომელსაც ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე აღწევენ. აღნიშნული ცენტრის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე