კახა კალაძე - ყველაზე დიდი გამოწვევა, ავარიული შენობებიდან ხალხის გამოყვანაა, რადგან თანხმობის მიღება ვერ ხდება - რაც შეეხება შემოღობვას, წარმოუდგენელია, როგორ უნდა შემოღობო საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავარიული შენობა-ნაგებობებიდან ხალხის გამოყვანა და მათთან შეთანხმების მიღწევა, ყველაზე დიდი პრობლემაა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი ავარიული საცხოვრებელი სახლების უმეტესობაში მოქალაქეები ცხოვრობენ, თუმცა მათთან შეთანხმება ვერ ხდება.

„სამწუხაროდ, თბილისში 10 ათასამდე ავარიული შენობა-ნაგებებობა გვაქვს, რომელსაც სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული. ამ ავარიულ შენობა-ნაგებობების 99%-ში ხალხი ცხოვრობს. ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა, რაც დღეს არსებობს, ეს არის ხალხის გამოყვანა იმიტომ, რომ ვერ ხდება შეთანხმება, თანხმობის მიღება. ჩვენ საზოგადოებას წარმოვუდგინეთ კონკრეტული პროგრამა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ აღნიშნული პროგრამით ავარიული სახლების ჩანაცვლება. ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა, ზოგი განხორციელების პროცესშია, თუმცა, ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები. ზოგადად, თბილისი არის ავარიული ქალაქი - მთელი რაიონები, ავიღოთ მთაწმინდა, სოლოლაკი, ჩუღურეთი, ნაძალადევი, კრწანისი, ეს არის რაიონები, სადაც ავარიული სახლები არის. თქვენ საუბრობდით ასევე შემოღობვაზე, როგორ უნდა შემოღობო საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, წარმოუდგენელია“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იდგა სადგურის მოედანზე, ავარიული კორპუსის ადგილას გამაფრთხილებელი ნიშანი, კალაძემ ჟურნალისტს მიმართა, რომ ასეთ შემთხვევაში, ისინი აქციებს მოაწყობდნენ.

„ეს ნაბიჯი რომ გადაგვედგა, დარწმუნებული ვარ, პირველი თქვენ იქნებოდით, ვინც გამოხვიდოდით და აქციებს მოაწყობდით, რომ გაუბედურებულ, გაჭირვებულ ხალხს ხელს უშლითო. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც პოლიტიკურად სპეკულირებთ, ყველაფერს ცდილობთ ჩემს წინააღმდეგ არა ნორმალური, ცივილიზებული ხერხებით დამამარცხოთ, არამედ ყველანაირი სიბინძურით. ყველაფერი იკადრეთ და კადრულობთ ბოლო წლების განამვლობაში ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. თქვენ არ გაინტერესებთ არც ადამიანების ბედი“,-მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „თბილისი არის სიცოცხლით სავსე ქალაქი და მუდამ იქნება“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე