საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“ 19 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაგეგმილ აქციას უერთდება

საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“ 19 ივლისს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაგეგმილ აქციას უერთდება.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, არ აღიარებენ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და ახალი, თავისუფალი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

„ჩვენ, მოძრაობა „300 ქალი“, მხარს ვუჭერთ ოპოზიციური პარტიების ერთობას, არ ვაღიარებთ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და ვუერთდებით 19 ივლისს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

ეს განცხადება სიმბოლურად კეთდება 300 არაგველის მონუმენტთან — იმ გმირების მემორიალთან, ვინც სიცოცხლე ღირსებას და თავისუფლებას შესწირა. საუკუნეების განმავლობაში, როცა საქართველოს ისტორია იწერებოდა ბრძოლით, ამ ბრძოლებში უტეხად და ღირსეულად იდგნენ ქალებიც. დღესაც, ჩვენ ქალები, ვდგავართ ამ ადგილთან და ვაცხადებთ: არც ახლა დავიხევთ უკან! ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისთვის გაგრძელდება გამარჯვებამდე! დღეს ერთობას თავისუფლების და სიცოცხლის ფასი აქვს, ამიტომ ჩვენ მივმართავთ ყველას, დავდგეთ ერთად — უწყვეტ პროტესტში მყოფი სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები! ახლა საჭიროა ხმამაღლა და გაბედულად მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც უპირობოდ აირჩიეს სამშობლოს დემოკრატიული - ევროპული მომავალი. კვლავ მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ საქართველოს თავისუფლებისთვის, სინდისის პატიმრებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. და, რაც მთავარია, ამით მივცეთ ძალა პოლიტიკურ ერთობას. ეს იქნება ზურგის ქარი, რომელიც მათ და ჩვენ ახლა ასე გვჭირდება. და კიდევ ერთხელ, უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ნებდებიან, ჩვენი გატეხვა შეუძლებელია, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას! შევხვდებით 19-ში 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან! გამარჯვება ჩვენია!“,- აღნიშნულია საპროტესტო მოძრაობა „300 ქალის“ განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში