ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი - ოპოზიციაშია ყოფილი პრემიერი, სუს-ის უფროსები და შს მინისტრი, ეს უნდა გამოიყენოს ხალხმა, რადგან შიგნით ისეთი დაჭმა აქვთ, გონზე კიდევ კაი ხანს ვერ მოვლენ

ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არათუ პარტიებს აკრძალავს, განსხვავებული აზრიც, ფაქტობრივად, აკრძალულია ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება ციხეშია, პოლიტიკოსები ციხეში არიან. კი, ყველაფერს იზამს, არაფერ გაგიკვირდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებას აქვს ადგილი.

„ერთადერთი ხსნა გვაქვს ახლა, ერთმანეთს რომ დაერივნენ შიგნით და ოპოზიციაშია ყოფილი პრემიერიც, სუს-ის ყოფილი უფროსებიც, შს მინისტრიც, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა გამოიყენოს ხალხმა, იმიტომ, რომ შიგნით ახლა ისეთი დაჭმა აქვთ, გონზე კიდევ კაი ხანს ვერ მოვლენ.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს