„ალდაგის“ ორგანიზებით, მევენახე-ფერმერებთან შეხვედრა შედგა

ალდაგისა“ და ელკანას პარტნიორობის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, მევენახე-ფერმერებთან ტრენინგ შეხვედრა შედგა, რომლის მიზანი, ფერმერებისთვის კლიმატის ცვლილების რისკების შესამცირებლად, პრაქტიკული რჩევებისა და აღნიშნულ პროცესში, დაზღვევის მნიშვნელობის გაზიარება იყო. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია, „ელკანა“, ფერმერთა გაერთიანებაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას.

როგორც „ალდაგში“ განმარტავენ, ღონისძიებაზე მოწვეულმა მეღვინე-ტექნოლოგმა, გიორგი ბარისაშვილმა, ფერმერებს ვენახის მოვლის, კულტივაციისა და ქვევრიანი ღვინის წარმოების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია. ძირითადი აქცენტი, კი, გვალვის შედეგად დამდგარი ზარალის შემცირებაზე და რისკების დაზღვევის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

„აგროდაზღვევა, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი მომხმარებლების ნდობის მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. ყოველთვის ვცდილობთ, ფერმერებს, დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ინდივიდუალური კომუნიკაციის გზით, ისეთი სარგებელი შევთავაზოთ, რომელიც მათ დაეხმარება წარმოების გაზრდასა და დარგის განვითარებაზე. კლიმატის ცვლილებების გავლენა მევენახეობაზე სულ უფრო საგრძნობი ხდება და აღნიშნული ტრენინგის მიზანიც, ჩვენი მომხმარებლებისთვის, სასარგებლო რეკომენდაციების გაზიარება იყო,“ - აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგი“, ლიდერია აგროდაზღვევის სფეროში და ფერმერებს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ანაზღაურების უსწრაფეს სისტემას სთავაზობს. ფერმერებს ისეთი კულტურების დაზღვევას შესაძლებლობა აქვთ, როგორიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის)“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო