„ალდაგის“ ორგანიზებით, მევენახე-ფერმერებთან შეხვედრა შედგა

„ალდაგისა“ და ელკანას პარტნიორობის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, მევენახე-ფერმერებთან ტრენინგ შეხვედრა შედგა, რომლის მიზანი, ფერმერებისთვის კლიმატის ცვლილების რისკების შესამცირებლად, პრაქტიკული რჩევებისა და აღნიშნულ პროცესში, დაზღვევის მნიშვნელობის გაზიარება იყო. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია, „ელკანა“, ფერმერთა გაერთიანებაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას.

როგორც „ალდაგში“ განმარტავენ, ღონისძიებაზე მოწვეულმა მეღვინე-ტექნოლოგმა, გიორგი ბარისაშვილმა, ფერმერებს ვენახის მოვლის, კულტივაციისა და ქვევრიანი ღვინის წარმოების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია. ძირითადი აქცენტი, კი, გვალვის შედეგად დამდგარი ზარალის შემცირებაზე და რისკების დაზღვევის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

„აგროდაზღვევა, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი მომხმარებლების ნდობის მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. ყოველთვის ვცდილობთ, ფერმერებს, დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ინდივიდუალური კომუნიკაციის გზით, ისეთი სარგებელი შევთავაზოთ, რომელიც მათ დაეხმარება წარმოების გაზრდასა და დარგის განვითარებაზე. კლიმატის ცვლილებების გავლენა მევენახეობაზე სულ უფრო საგრძნობი ხდება და აღნიშნული ტრენინგის მიზანიც, ჩვენი მომხმარებლებისთვის, სასარგებლო რეკომენდაციების გაზიარება იყო,“ - აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგი“, ლიდერია აგროდაზღვევის სფეროში და ფერმერებს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ანაზღაურების უსწრაფეს სისტემას სთავაზობს. ფერმერებს ისეთი კულტურების დაზღვევას შესაძლებლობა აქვთ, როგორიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის)“.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს