გიორგი გახარია „ევროპის სოციალისტური პარტიის“ გენერალურ მდივან ჯაკომო ფილიბეკს შეხვდა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ევროპის სოციალისტური პარტიის” გენერალური მდივან ჯაკომო ფილიბეკს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალურ არჩევნებამდე საქართველოში მიმდინარე „შემაშფოთებელ პოლიტიკურ მოვლენებს“.

„მადლიერი ვარ ნაყოფიერი შეხვედრისთვის ჯაკომო ფილიბეკთან, რომელიც არის „ევროპის სოციალისტური პარტიის“ გენერალური მდივანი. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომელიც ვითარდება მუნიციპალურ არჩევნებამდე, ასევე პარტია „საქართველოსთვის“ მიზანზე, გახდეს ევროპის სოციალისტური პარტიის პოლიტიკური ოჯახის წევრი“,- აცხადებს გიორგი გახარია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე