პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, საბჭოს მუდმივი წევრები: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი; ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

საბჭოს წევრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო სექტორის 2024 წლის ანგარიში, 2025 წლის 5 თვის შედეგები და სამსახურის განვითარების 2025-2029 წლების სტრატეგია გააცნო. სხდომაზე, საუბარი შეეხო აღნიშნულ სფეროში არსებულ მიღწევებს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს.

“ჩვენ ინფორმაცია წარვადგინეთ 2024 წლის ანგარიშისა და შედეგების შესახებ. 2024 წელი იყო მზარდი. 18%-ით გაიზარდა ბაზარი, ყველა ძირითადი პარამეტრებით - კომპანიების აქტივები, წმინდა მოგება და უნდა აღინიშნოს, რომ 19-ვე სადაზღვევო კომპანია არის გადახდისუნარიანი და ნებისმიერი ვალდებულება, რასაც აიღებენ ეს კომპანიები ფიზიკური თუ იურიდიული პირების წინაშე, მათ აქვთ სრული შესაძლებლობა და შესაბამისი რესურსები მათ დასაკმაყოფილებლად. მთლიანობაში, შარშან ყველაზე მზარდი იყო სამედიცინო დაზღვევის მიმართულება, რომელსაც ბაზრის 42% უჭირავს, სახმელეთო ტრანსპორტის, ქონების, სიცოცხლის დაზღვევა და შარშანდელისგან განსხვავებით, უკვე წელს, დაემატება ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების შესაძლებლობა, როდესაც, თუ მოქალაქეებს ექნებათ სურვილი კონკრეტულ საპენსიო სქემაში გაწევრიანდნენ, სადაც იქნება შესაძლებლობა, მათ სხვა დანაზოგი გააკეთონ, გარდა სავალდებულო საპენსიო სქემისა”, - განაცხადა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა