ადვოკატი - სხდომაზე საუბარი იყო ამომცნობ ნომრებზე, რომელიც აღმოჩნდა, რომ ჰქონდათ, რვა თვის შემდეგ ჟურნალისტები და ადვოკატები არ უნდა ვადგენდეთ, ეს უნდა დაედგინა პროკურატურას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

საუბარი იყო ამომცნობ ნიშნებსა და ნომრებზე, რომელიც თურმე აღმოჩნდა, რომ ჰქონდათ და რვა თვის მერე ჟურნალისტები და ადვოკატები არ უნდა ვადგენდეთ სასამართლო დარბაზში. ეს უნდა დაედგინა პროკურატურას, უნდა დაედგინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, - ამის შესახებ ჯანო არჩაიასა და გურამ მირცხულავას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც მოწმის სახით დაკითხულმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა თქვეს, რომ მათ ამომცნობი ნიშნები ჰქონდათ.

ადვოკატის თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აქციის მონაწილეებზე ძალადობა იმიტომ არ გამოიძია, რომ ეს სახელმწიფოს ინტერესში არ შედიოდა.

„ბრალდებულებზე ბევრი ახალი ვერაფერი ვერ გავიგეთ ამ ადამიანებისგან, მაგრამ გავიგეთ კოკა კაციტაძეზე, რომ რაზეც მისი აწ უკვე აღარ არსებული უწყება აპელირებდა, რომ შეუძლებელი იყო ამ ადამიანების დადგენა და ამოცნობა თუნდაც გამოძიების ფარგლებში, გამოდის, რომ ეს ყოფილა თურმე ტყუილი და სახელმწიფოს ინტერესი არ ჰქონდა იმდენად, რამდენადაც, ეს გახლავთ უკვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე თანამშრომელი, რომელმაც დაადასტურა, რომ ამომცნობი ნიშნებიც არსებობდა, კონკრეტულ ჯგუფებს კონკრეტული ხელმძღვანელი ჰყავდა და ფიცის ქვეშ უკვე მათი ვინაობებიც მოვისმინეთ. მოვისმინეთ ასევე ადგილზე დავალებების გაცემის სქემა და თანმიმდევრობა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ვერბალური და, ხშირ შემთხვევაში, რეაქციული და არავითარი გენერალური მომზადება, სქემა, სამოქმედო გეგმა, რისკების შეფასების ინსტრუმენტები არ არსებობდა.

ფაქტობრივად, ეს ადამიანები გამოსული იყვნენ და დამოკიდებული იყვნენ ხმებზე, რასაც გაიგონებდნენ და უნდა მოემოქმედებინათ. ეს, ბუნებრივია, რისკებს ზრდიდა, რომ აქციის მონაწილეებიც დაზიანდებოდნენ, მათ მიმართ არაპროპორციული ზომები და საშუალებები იქნებოდა გამოყენებული და მეორეს მხრივ, ფაქტობრივად, დღევანდელი ჩვენებებით, რაზეც ვაპელირებდით, დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და კონკრეტული საპოლიციო ღონისძიებების დამგეგმავი და აღმსრულებლები არიან პასუხისმგებელი ამ ადამიანების დაზიანებებზე, მინიმუმ, 50%-ით მაინც და ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმიტომ, რომ სათანადო მომზადების, სათანადო რისკების შეფასების შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა.

რეალურად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აქცია არ იყო ძალადობრივი. ადამიანების მცირე ნაწილი თუ ისროდა საგნებს და ამას მივიღებთ მოცემულობად, ჩვენ ვერ ვადგენთ, ესენი იყვნენ პროვოკატორები თუ არ იყვნენ და მაღალი რისკია, რომ ნამდვილად იყვნენ, თუ შევაჯამებთ ჯამში მიღებულ ინფორმაციებს, მათ შორის, შაიშმელაშვილისგან, სხვა პირებისგან.

50 ათასზე აპელირებს სხვადასხვა მოწმე სხვადასხვა დროს. აქედან, 50 ადამიანი არ არის ის პროპორცია, თუნდაც აგრესიული, რომ აქცია აგრესიულად ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა, იწყებოდა აქციის დაშლა და არა კონკრეტული, იზოლირებული აგრესორების განეიტრალება იმიტომ, რომ ამის მიმართ ინტერესი არ ჰქონიათ და, დიდი ალბათობით, სწორედ პროვოკატორები იყვნენ. იყენებდნენ საბაბად, რომ მთლიანად მშვიდობიანი აქცია გაეშავებინათ და დაეშალათ ძალადობრივი გზით, რაც, ბუნებრივია, იწვევდა უკურეაქციას და ამ უკურეაქციის ფარგლებში თუ ვინმე ზიანდებოდა, ზიანდებოდა იმიტომ, რომ არ არსებობდა ცენტრალური დავალება და სამოქმედო გეგმა.

დღეს ასევე საუბარი იყო ამომცნობ ნიშნებსა და ნომრებზე, რომელიც თურმე აღმოჩნდა, რომ ჰქონდათ და რვა თვის მერე ჟურნალისტები და ადვოკატები არ უნდა ვადგენდეთ სასამართლო დარბაზში. ეს უნდა დაედგინა პროკურატურას, უნდა დაედგინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამ მოწმეებს არაფერი უთქვამთ ახალი ბრალდებულებთან დაკავშირებით, არავინ დაუსახელებიათ, მაგრამ ამხილეს კოკა კაციტაძე უმოქმედობაში და, შესაძლოა, სამსახურებრივ გულგრილობაშიც კი“, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს