დავით გუნაშვილი - იმედი მაქვს, რეჟიმს სერიოზულად შევუტევთ, საზოგადოება რუსული მონების ფერხულში არ გადაიგდებს თავს - ვეცდებით ცივილიზებული მეთოდებით მოვაგვაროთ, მაგრამ ბოლომდე წავალთ, სადაც წასასვლელები ვიქნებით, ან ესენი იქნებიან, ან ჩვენ

„ქართული ოცნება“ ომში გვითრევს ევროკავშირთან – მალე რუსეთის მათრახით ვიბრძოლებთ ევროპელების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის ექსპერტმა, ჯგუფი „ფარის“ წევრმა, დავით გუნაშვილმა განაცხადა.

როგორც გუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ევროკავშირთან დაკავშირებული ყველა მიღწევა – ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა ეკონომიკური ინტეგრაცია – არ იყო ხელისუფლების დამსახურება, არამედ ხალხისა და საზოგადოების მოთხოვნით მიღწეული პროგრესი.

„ჩვენ მოსახლეობას რამხელა შესაძლებლობა მიეცა, რომ ვიზების გარეშე ემოგზაურათ. ეს ხომ მარტო მოგზაურობა არ არის?! ეს არის შესაძლებლობა იმ სოციუმთან ურთიერთობა დაალაგო - სამკურნალო, განათლება, ბიზნესი, კონტაქტების დამყარება, ამასთან გაიხსნა ევროპის ბაზარი ...

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და მთელი ეს შლეიფი თავიდანვე ყველაფერში გვატყუებდნენ: როდესაც ვიზალიბერალიზაცია მოგვილოცეს, ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ჩვენი დამსახურებაა, მთელი ეს პროგრესი, რაც ფიქსირდებოდა ევროკავშირთან მიმართებაში, თურმე ესენი გვატყუებდნენ. გამოდის, რომ ისინი არიან თაღლითები და მატყუარები.

მოღალატეობრივი ძალა - „ქართული ოცნება“ ომში გვითრევს ევროკავშირთან, რადგან დასავლური სამყარო იმყოფება ომში რუსეთთან და უკრაინა არის ამის წინა ხაზზე. სხვათა შორის, ჩვენც წინა ხაზზე ვართ ჰიბრიდული ომის ამბავში. რა პოლიტიკას ესენი ატარებენენ, ჩვენ მალე რუსეთის მხარეს აღმოვჩნდებით და გამოდის რომ რუსეთის მათრახის ქვეშ უნდა ვებრძოლოთ ევროპელებს. ეს არის ის, რაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს უნდოდა?!“,- განაცხადა გუნაშვილმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის პროგრესი იმ დონეზეა, რომ ის „რუსული მონობის“ ფერხულში თავს აღარ ჩაიგდებს და მზად არის ბოლომდე იბრძოლოს თავისუფლებისთვის.

გუნაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ ბრძოლა დაიწყება ცივილური მეთოდებით, თუმცა თუ საჭირო გახდა, „ბოლომდე წავლენ“.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოების აქტიური ნაწილი მოახდენს ძალების კონსოლიდაციას და ამ რეჟიმს სერიოზულად შევუტევთ და ჩვენ ამათ მოვაშორებთ აქედან. ქართულმა საზოგადოებამ იმხელა პროგრესი იგემა, რომ ამ რუსული მონების ფერხულში არ გადაიგდებს თავის თავს. ამ ქართველ ხალხში არის კატეგორია, რომელიც ამისთვის იბრძოლებს ბოლომდე, სისხლის ბოლო წვეთამდე. ამიტომ, ჯერ ჩვენ ვეცდებით ეს ყველაფერი მოვაგვაროთ ცივილიზებული მეთოდებით, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბოლომდე წავალთ სადაც წასავლელები ვიქნებით. ქვეყნიდან გაქცევას ჩვენ არ ვაპირებთ და მონურ რეჟიმში ცხოვრებასაც არ ვაპირებთ. ამიტომ, ან ესენი იქნებიან, ან ჩვენ!“,- განაცხადა გუნაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე