ანა წითლიძე - კახა კალაძემ ზუსტად არ იცის, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, რაზეც ნერვიულობს, რადგან კანდიდატობა მამუკა მდინარაძეს უნდა

თბილისის მერობის კანდიდატობა მამუკა მდინარაძეს უნდა გიჟივით მას შემდეგ, რაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ გახდა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

წითლიძის თქმით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე არის პირი, რომელსაც კახა კალაძეზე ინფორმაციები მიაქვს ბიძინა ივანიშვილთან.

კახა კალაძემ არ იცის ზუსტად, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, რაზეც ნერვიულობს იმიტომ, რომ თბილისის მერობის კანდიდატობა მამუკა მდინარაძეს უნდა გიჟივით მას შემდეგ, რაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ გახდა. თქვენ გახსოვთ, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრობისთვის იბრძოდა და იქამდეც კი იყო მისული, რომ ვინ სად უნდა დაენიშნა სამინისტროში, ეს თანამდებობები ჰქონდა გადანაწილებული.

ამის შემდეგ უკვე, მდინარაძე ბიძინა ივანიშვილთან არის ფულის მთავარი ამომღები და მთავარი სამიზნე, ვისაც, მათ შორის, ინფორმაციები, ჭორები და ა.შ. დააქვს ბიძინა ივანიშვილთან კალაძეზე, არის სწორედ მდინარაძე.

ამ ინფორმაციებზე, ჩვენამდე რომ მოვიდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც საუბრობენ. „ქართული ოცნების“ პარტიული ორგანიზაციები საუბრობენ იმაზე, რაც ხდება პარტიაში; იმიტომ, გაყოფილი არის შიგნით - მდინარაძის კლანი ცალკე არის, კობახიძის კლანი ცალკე, თბილისში კალაძის კლანი, მაგალითად, ირაკლი ზარქუა, რომელიც კალაძის კლანში მოიაზრება და ამის გამო პრობლემები აქვს ხოლმე და ეს დაპირისპირება მათ შორის არა მარტო თბილისში, რეგიონებშიც ჩანს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს