რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს აღარ დაბლოკავს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, ევროკავშირში ქვეყნის წარმომადგენლებს დაავალა, მხარი დაუჭირონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა TASR-ზე (სლოვაკეთის რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო) დაყრდნობით ავრცელებს.

სლოვაკეთის პრემიერის განმარტებით, ის და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სლოვაკეთისთვის გაზის ფასებთან დაკავშირებით გარანტიებზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, სლოვაკეთს ევროკომისიისგან წერილობითი გარანტიები აქვს, რომელსაც ხელს აწერენ მისი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისრების მთელი კოლეგია.

ფიცო განმარტავს, რომ სანქციების შემდგომი დაბლოკვა კონტრპროდუქტიული იქნება, რადგან ევროკომისიასთან მოლაპარაკებების ყველა შესაძლებლობა უკვე ამოწურულია და შეფერხებები თავად სლოვაკეთის ინტერესებს აზიანებს.

„ევროკავშირის მიერ დადასტურებული გარანტიები ეხება გაზის ფასებს და შესაძლო დეფიციტს, სატრანსპორტო ტარიფებს, ასევე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას ფასების მკვეთრი ზრდის ან გაზის დეფიციტის შემთხვევაში, რამაც შეიძლება კრიზისული გადაწყვეტილებები გამოიწვიოს, მათ შორის რუსული გაზის იმპორტზე დაწესებული აკრძალვის მოხსნა“, - აცხადებს ფიცო.

მისი თქმით, სანქციების მე-18 პაკეტის განბლოკვის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, კენჭისყრისთანავე „რუსული გაზისთვის ბრძოლის მეორე ფაზა“ დაიწყება. ფიცოს განმარტებით, სლოვაკეთს უკვე აქვს დამტკიცებული გეგმა ეროვნული ინტერესების ხელშეწყობისთვის, შექმნილია სპეციალური ოპერატიული შტაბი მოწოდებული გარანტიების განსახორციელებლად და გათვალისწინებულია მკაცრი კონტროლის მექანიზმები.

ფიცოს თქმით, თუ აღნიშნული ზომები შედეგებს არ მოიტანს, სლოვაკეთი იმოქმედებს. კერძოდ, მისი განმარტებით, ევროკომისია უკვე მუშაობს სანქციების მე-19 პაკეტზე, რომელიც ასევე მოითხოვს სლოვაკეთის თანხმობას.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა