ნატო-ში აშშ-ის ელჩი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე - ყველანი სწრაფად ვმოქმედებთ ამის ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის

აშშ ცდილობს უკრაინაში იარაღის სწრაფად მიწოდებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის შესაბამისად, რომელიც ევროპას იარაღის შესყიდვისკენ მოუწოდებს და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების საკუთარი მარაგებიდან გაყიდვას განიხილავს, -ამის შესახებ ნატო-ში ვაშინგტონის წარმომადგენელმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.

„ჩვენ ყველანი სწრაფად ვმოქმედებთ ამის ხელშეწყობისა და განხორციელების მიზნით და ვფიქრობ, რომ საქმეები ძალიან სწრაფად მიდის. მაგრამ ვერ დავადასტურებ თარიღს, თუ როდის დასრულდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ალიანსის ევროპული სახელმწიფოები ამერიკული იარაღის - განსაკუთრებით კი Patriot-ის სარაკეტო სისტემების - შეძენას და კიევისთვის გადაცემას გეგმავენ, თუმცა კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან შევა ეს სისტემები და რამდენად მალე მოხვდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული დაბომბვების ფონზე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა