შალვა პაპუაშვილი - ომის დაწყებისთანავე მოლდოვა ეკონომიკურ სტაგნაციაშია, ეს მაშინ, როდესაც კანდიდატობაც მისცეს, ზეციურ მანანასაც დაჰპირდნენ - რა გავაკეთეთ, რომ ეკონომიკური ზრდით ლიდერი ვართ? - ვიმოქმედეთ ეროვნული ინტერესებით

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2021-2024 წლებში საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის შედარებას აქვეყნებს და ამბობს, რომ მოლდოვა ომის დაწყებისთანავე მწვავე ეკონომიკურ სტაგნაციაშია, საქართველო კი ეკონომიკური ზრდით ევროპულ ქვეყნებში ლიდერია.

მისივე თქმით, ეს მაჩვენებლები იმ ფონზეა, “როდესაც მოლდოვას კანდიდატობაც მისცეს და მოლაპარაკებების გახსნაც”.

საქართველომ კი, მისი თქმით, “ეროვნული ინტერესებით იმოქმედა”.

“ამ ცხრილებში მოცემულია საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის შედარება 2021-2024 წლებში.

მაშინ როცა 2021 წელს, მოლდოვა - 13,9%-იანი ეკონომიკური ზრდით - ჩვენზე ძლიერადაც კი გამოვიდა კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიიდან, ომის დაწყებისთანავე ის მწვავე ეკონომიკურ სტაგნაციაშია, ნულს ქვემოთ და ნულთან ახლოს მაჩვენებლებით.

მაშინ როდესაც 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტი მოლდოვაზე 2,4 მილიარდი დოლარით მეტი იყო, 2025 წელს ჩვენი ბიუჯეტი მოლდოვისას 4,8 მილიარდი დოლარით აღემატება, ანუ ხუთ წელიწადში ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტებს შორის სხვაობა.

ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოლდოვას კანდიდატობაც მისცეს, მოლაპარაკებების გახსნაც, ზეციურ მანანასაც დაჰპირდნენ და განვითარების მაგალითადაც კი უნდათ რომ დაგვიყენონ, ჩვენ კი უსამართლო თავდასხმების და საბჭოური სტილის მუქარის ობიექტი გაგვხადეს.

მაშ რა მოხდა? რა გავაკეთეთ ან არ გავაკეთეთ ჩვენ, რის შედეგადაც, ეკონომიკური ზრდით, ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ლიდერი ვართ, მოლდოვაში კი მწვავე ეკონომიკური სტაგნაციაა?

პასუხი ნათელია, ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით.

ეს ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, იმის გასააზრებლად, რომ არავინ ჩვენი ქვეყნის ინტერესს თავისაზე მაღლა არ დააყენებს. ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც კიევმა მებრძოლების ოფიციალური გაგზავნა მოგვთხოვა; ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც ბრიუსელმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა მოგვთხოვა; ამ გაკვეთილს ვიღებთ, როდესაც ლამაზი სიტყვებით ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ფრონტის წინა ხაზია, მაგრამ იმ ფრონტზე საკუთარი სისხლის დაღვრა არ უნდათ”,- წერს პაპუაშვილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს