ლაშა ფარულავა - საარჩევნო ნომერი „5“ ჩვენი პოლიტიკური იდენტობის ნაწილია, ეს არის ბრენდი, რომლითაც საქართველომ გაჭრა გზა ევროკავშირისკენ - რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ, რას გააკეთებს შავად შეღებილი კაცი ცესკოში, არ ვიცით

რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ- ეს არის საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯი. რას გააკეთებს შავად შეღებილი კაცი იქ, არ ვიცით, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ მიმართა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ნომრების შენარჩუნებისთვის ცესკო-ს.

როგორც ფარულავამ აღნიშნა, 5 ნომერი მათი პოლიტიკური იდენტობის ნაწილია.

„ჩვენ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის ნომრის საკითხი, 5 ნომერი არამხოლოდ საარჩევნო ნომერია, არამედ ჩვენი პოლიტიკური იდენტობის ნაწილია. ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, ჩვენ ამ ნომრით მივიღებთ მონაწილეობას. ეს ნომერი არის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გატარებული რეფორმების ნომერი. ეს არის ბრენდი, რომლითაც საქართველომ გაჭრა გზა ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. მნიშვნელოვანია, ამ ნომრის შენარჩუნება. ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია. ეს არის საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯი. რას გააკეთებს შავად შეღებილი კაცი იქ, არ ვიცით. ჩვენ ყოველთვის ვიყავით კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების დამცველები“, - აღნიშნავს ფარულავა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი დიდი ეროვნული შეკრების დღე იქნება, ასევე ყველაფერს გააკეთებენ, რომ „ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყანაში მშვიდობიანად დასრულდეს“.

„ჩვენ პოლიტიკურად გარდაცვლილებზე კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებთ. ჩვენთვის მთავარია ბოიკოტი, ერთიანობა და წინააღმდეგობა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. 4 ოქტომბერი დიდი ეროვნული შეკრების დღე იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყანაში მშვიდობიანად დასრულდეს. ჩვენთვის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის „წითელი ხაზი“, ეს ძალები [პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“] პოლიტიკურად არიან გარდაცვლილები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბოიკოტი, წინააღმდეგობა, ერთიანობა, ახალი ტალღა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს წალეკავს...მთავარ ამოცანას წარმოადგენს დიდი ერთობის შექმნა ქართველ ხალხთან. ქართველი ხალხის ნება უნდა აღსრულდეს რუსთაველის გამზირზე. ამისთვის ვართ მოწადინებულები, ყველაფერს ვაკეთებთ, რეგიონებში დავდივართ, 4 ოქტომბრის დიდი ეროვნული შეკრება იქნება ახალი ტალღა, რომელიც ამ ქვეყანაში რუსულ რეჟიმს დაასრულებს, პოლიტიკური დეზერტირები რა ნაბიჯს გადადგამენ, ჩემთვის არსებითი აღარ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა, რათა რუსული რეჟიმი ჩამოვშალოთ, ამ ბრძოლიდან ვინც გაიქცა, პოლიტიკურ დეზერტირებზე საუბარს აღარ ვაპირებთ, ჩვენ საუბარს ვაპირებთ მოქალაქეებთან“, - აღნიშნავს ფარულავა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა