„ბოიკოტი თვითმმართველობის „არჩევნებს“ - ამ ლოზუნგით 19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

„ბოიკოტი თვითმმართველობის „არჩევნებს“ - ამ ლოზუნგით ხვალ, 19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.

საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები არიან. ამასთან, მსვლელობას უერთდება საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ისინი არ აღიარებენ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და ახალი, თავისუფალი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისში, 19 ივლისს დაგეგმილი აქციის პარალელურად, ახალი არჩევნებისა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმშიც შეიკრიბებიან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა