ირაკლი კობახიძე - თუ გინდა კონკრეტული მიმართულებით მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება მიიღო, სხვა ქვეყნებიც არის, უამრავი ქვეყანაა - ვხედავთ თითიდან გამოწოვილ სპეკულაციას

[ევროკავშირის ქვეყნების გარდა] უამრავი ქვეყანაა თუ გინდა, კონკრეტული მიმართულებით სამედიცინო დახმარება მიიღო - ეს არის თითიდან გამოწოვილი ამბავი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ვიზალიბერალიზაციის რისკების შესახებ კითხვაზე განუცხადა.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა არის ტექნიკური საკითხი, - „შენ ან გიწევს რიგში დგომა, ან არა“.

„ეს არის სპეკულაცია. თუ გინდა კონკრეტული მიმართულებით მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება მიიღო, სხვა ქვეყნებიც არის, უამრავი ქვეყანაა. ეს თითიდან გამოწოვილი ამბავია, სპეკულაციაა.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას - ეს არის ტექნიკური საკითხი, შენ გიწევს რიგში დგომა ვიზასთან დაკავშირებით, ან არა. ეს სამივე კანონი: გამჭვირვალობის, გრანტების, „ფარას“ არის მიმართული სტაბილურობის დაცვისთვის. სტაბილურობა თუ არ გვექნება ქვეყანაში გინდა უვიზოდ წადი მერე სხვა ქვენაში და გინდა ვიზით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,“ - განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა