დიმიტრი პესკოვი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე - უკვე შევიძინეთ იმუნიტეტი, ვადაპტირდით სანქციების ქვეშ ცხოვრებასთან

კრემლი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ევროპის თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზად მიიჩნევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჯერჯერობით ევროპის მხრიდან საკმაოდ თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზს ვხედავთ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ასეთ ცალმხრივ შეზღუდვებს უკანონოდ მივიჩნევთ“, - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს ეხებოდა.

მისი თქმით, რუსეთმა სანქციებისგან უკვე გარკვეული „იმუნიტეტი“ შეიძინა.

„ჩვენ მათი წინააღმდეგი ვართ. თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე შევიძინეთ გარკვეული იმუნიტეტი სანქციებისგან. ვადაპტირდით სანქციების ქვეშ ცხოვრებასთან“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა