ემანუელ მაკრონი - ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, მისი თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - გაჭირვებაშიც და იმედშიც, საფრანგეთი დგას და ყოველთვის იდგება უკრაინის გვერდით

ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, ახლა ისე, როგორც არასდროს უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპის უსაფრთხოება, თავისუფლება და მომავალი მჭიდრო კავშირშია უკრაინის ბედთან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ საფრანგეთი, პარტნიორებთან ერთად, კვლავ აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა გასული კვირის ხუთშაბათს მსურველთა კოალიციის შეხვედრაზე, რომელსაც 30 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ასევე, პირველად, შეერთებული შტატების წარმომადგენლები დაესწრნენ.

“ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის მოლაპარაკებების მიღწევის მიზნით. ამ მხრივ, მივესალმები ევროკავშირის მიერ დღეს დილით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო ახალი პაკეტის მიღებას.

რუსეთის თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გაჭირვებაშიც და იმედშიც, საფრანგეთი დგას - და ყოველთვის იდგება - უკრაინის გვერდით“, - წერს ზელენსკი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა