პეტრე ცისკარიშვილი - იმის ნაცვლად, ქვეყანა წაიყვანონ წინ, აბრუნებენ უკან - თუ ბელარუსს დავემსგავსეთ, ბელარუსები ვერ დადიან ევროპაში, 10-დან ერთ ადამიანს შეიძლება მისცენ ვიზა და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი რეალობა

ევროპას სურს, რომ საქართველო გახდეს მათი ღირებულებების ნაწილი, იყოს წარმატებული, განვითარებული, პროგრესული და ძლიერი ქვეყანა, მაგრამ ამ შანსს ჩვენს ხალხს და საქართველოს კობახიძე და ივანიშვილის დაჯგუფება ართმევს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ პროპაგანდაზე მუშაობს, მათ თითქოს „ვიღაც მეორე ფრონტის გახსნას აიძულებს“.

“რა თქმა უნდა, ივანიშვილს და მის რეჟიმს აქვთ ლეგიტიმაციის პრობლემა, მაგრამ სინამდვილეში “ოცნება” ძალიან აქტიურად მუშაობს პროპაგანდაზე, კონტრპიარზე, თითქოს ვიღაც მათი ომში ჩათრევით, საქართველოს უუქმებს უვიზო რეჟიმს, რომ მათ აიძულებენ გახსნან მეორე ფრონტი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გაუუქმდება უვიზო რეჟიმი.

იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა წაიყვანონ წინ, ესენი აბრუნებენ უკან და აბრუნებენ იმ დროს, როდესაც ხალხი საათობით იდგა ვიზების რიგში - თუ ბელარუსს დავემსგავსეთ, ბელარუსები ვერ დადიან ევროპაში, 10-დან ერთ ადამიანს შეიძლება მისცენ ვიზა და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი რეალობა. აქვე უნდა გვესმოდეს, პირველ რიგში “ოცნების” ამომრჩეველს, რასაც ევროპა თხოვს “ოცნებას”, ეს არის ქართველი ხალხის მისწრაფება და სურვილი, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ისინიც ჩვენგან ელოდებიან, რომ ვიცხოვროთ დემოკრატიული ღირებულებებით, იყოს კანონის უზენაესობა - როდესაც სამართალი თანაბარია ყველასთვის, არ იყვნენ პოლიტპატიმრები ციხეში, არ ყალბდებოდეს არჩევნები - ამას გვთხოვს ევროპა, ამას ელოდება ჩვენგან ევროპა და ძალიან ელემენტარული სტანდარტებს გვთხოვს. ევროპას სურს, რომ საქართველო გახდეს მათი ღირებულებების ნაწილი, იყოს წარმატებული, განვითარებული, პროგრესული, მდიდარი და ამ შანსს ართმევს კობახიძე და ივანიშვილის დაჯგუფება ჩვენს ხალხს და საქართველოს”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე