ბერდია სიჭინავა - კობახიძემ ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში მიწვევა კი არა, ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება - „ქართული ოცნება“ ყველაზე გაიძვერა, ფლიდ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა

კობახიძემ ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში მიწვევა კი არა, ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება - „ქართული ოცნება“ ყველაზე გაიძვერა, ფლიდ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე, რომელიც ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით გამოირჩევა, წარმოუდგენელია სერიოზულად აღიქვას რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ.

„კობახიძემ ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში მიწვევა კი არა, ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება. წარმოუდგენელია, ირაკლი კობახიძე, რომელიც ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკით გამოირჩევა, ჩვენს მეგობრებს ასეთი აღვირახსნილი, ანტიევროპული კამპანიით პასუხობს, ელჩებს და სახელმწიფოებს თავს ესხმის, სერიოზულად აღიქვას რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ.

ამ რიტორიკით, ლეგიტიმაციის მიღებით კი არ არის დაინტერესებული, მაქსიმალურად ცდილობს იმ ზიანის მინიმიზებას, იმ საფრთხის, რომელიც შიდა პოლიტიკურ ამბებში ელოდება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებით ირაკლი კობახიძეს.

ტყუილი და „ფეიკია“ ის, რომ თითქოს ევროპის გამალებული მილიტარიზაცია მიდის, ომში გვრთავენ და ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და მშვიდობის საპირწონედ დგას. „ქართული ოცნება“ ყველაზე გაიძვერა, ფლიდ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. სანდოდ არ აღიქვამენ მის განცხადებებს“,- აღნიშნავს სიჭინავა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე