შალვა პაპუაშვილი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების შესახებ ევროკავშირის საელჩოს პოსტზე- როგორც ჩანს, ევროკავშირის საელჩო, წელსაც აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და ვიზის საკითხით ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას

ევროკავშირის საელჩოს ამ პოსტმა ცხადჰყო, თუ რა ჩანაფიქრი დგას ბრიუსელის მიერ პროცედურებით გაუთვალისწინებელი წერილის მოწერის უკან, რომელსაც, ზეპირად, აგვისტო, როგორც ვადა მოაყოლეს, მაშინ როდესაც სავიზო პირობების შესრულების ყოველწლიური ანგარიშისთვის, რომელიც აგვისტოდან ოთხ თვეში, დეკემბერში მიიღება, შესაბამის უწყებებს შორის კომუნიკაცია ისედაც არსებობს,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ევროკავშირის საელჩო, წელსაც აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვიზის, საკითხით, ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას.

„ევროკავშირის საელჩოს ამ პოსტმა ცხადჰყო, თუ რა ჩანაფიქრი დგას ბრიუსელის მიერ პროცედურებით გაუთვალისწინებელი წერილის მოწერის უკან, რომელსაც, ზეპირად, აგვისტო, როგორც ვადა მოაყოლეს, მაშინ როდესაც სავიზო პირობების შესრულების ყოველწლიური ანგარიშისთვის, რომელიც აგვისტოდან ოთხ თვეში, დეკემბერში მიიღება, შესაბამის უწყებებს შორის კომუნიკაცია ისედაც არსებობს.

როგორც ჩანს, შარშანდლის მსგავსად, ევროკავშირის საელჩო, წელსაც აპირებს, ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვიზის, საკითხით, ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას.

მსგავსი მასშტაბის ჩარევა და ნებისმიერ ფასად ხალხის არჩევანის შეცვლის სურვილი რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევაა, ამაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ყოველი ასეთი განცხადება ჩვენი სიმართლის მორიგი დადასტურებაა.

ამ პოსტში ისიც საინტერესოა, რომ საელჩომ ბანერებზე არ გამოაჩინა, რომ ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებების“ და „გამჭვირვალობის“ კანონების გაუქმებას მოითხოვს”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ „ფეისბუქ“ გვერდზე უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„რა უნდა ვიცოდეთ: 1. არსებული მდგომარეობა: უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული.

2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.

2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა. იხილეთ სრული ანგარიში (ინგლისურად) https://bit.ly/3IPF0Lk

2.რა არის ევროკავშირის რეკომენდაციები? ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება. ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება. იხილეთ რეკომენდაციების სრული სია (ინგლისურად) https://bit.ly/4lCWqJS

3.რა ხდება შემდეგ? ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე.

თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს”,- ნათქვამია ევროკავშრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო