საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი - არაგვის ხიდზე სამუშაოების გამო, მოძრაობა ღამით ცალ ზოლზე გადაერთვება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალ ნაწილიზე მიმდინარეობს დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები.

მათივე ცნობით, აღდგენითი სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე, ბეტონის სრულად გამაგრებას გარკვეული დრო სჭირდება. აღნიშნული მიზეზით, სამუშაოების პერიოდში, 10 დღის განმავლობაში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 23:00 საათიდან 07:00 საათამდე მხოლოდ ერთ ზოლზე განხორციელდება, ხოლო დანარჩენ დროს ტრანსპორტის გადაადგილება ორ ზოლში გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებული ხიდის პარალელურად მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

არსებული ხიდი 1973 წელს აშენდა და მის სავალ ნაწილზე პერიოდულად გამოვლენილი დაზიანებების აღდგენითი სამუშაოები მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ხდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტისთვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს