ნიკა გვარამია - 19 ივლისს უნდა ვიყოთ ბევრნი და დავანახოთ თავების მთვლელ რეჟიმს გაუტეხლობა და სიმამაცე - დავანახოთ, რომ არ დავუთმობთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს, ევროპას

19 ივლისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტთან და მივდივართ მსვლელობით რუსთაველისკენ - უნდა ვიყოთ ბევრნი და დავანახოთ თავების მთვლელ რეჟიმს გაუტეხლობა და სიმამაცე,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.

გვარამიას თქმით, საზოგადოებამ “ქართულ ოცნებას” უნდა დაანახოს, რომ “სამშობლოს გადარჩენის გადაწყვეტილებას ვერაფერი შეარყევს”.

“19 ივლისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტთან და მივდივართ მსვლელობით რუსთაველისკენ. უნდა ვიყოთ ბევრნი და დავანახოთ თავების მთვლელ რეჟიმს გაუტეხლობა და სიმამაცე!

დავანახოთ, რომ სამშობლოს გადარჩენის გადაწყვეტილებას ვერაფერი შეარყევს!

დავანახოთ, რომ არ დავუთმობთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს - ევროპას!

დავანახოთ, რომ მომავალი ჩვენია!

მე ვერ მოვდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!

ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!

ოლიგარქია უნდა დაემხოს!”,- ნათქვამია გვარამიას წერილში.

ცნობისთვის, ბოიკოტი თვითმმართველობის „არჩევნებს“ - ამ ლოზუნგით ხვალ, 19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.

საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები არიან. ამასთან, მსვლელობას უერთდება საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!