თურქეთში აშშ-ის ელჩი - ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში აშშ-ის ელჩი, ტომ ბარაკი ავრცელებს.

თურქეთში აშშ-ის ელჩის, ტომ ბარაკის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, რომელსაც მხარს თურქეთი, იორდანია სხვა მეზობელი ქვეყნები უჭერენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს, დაყარონ იარაღი და სხვა უმცირესობებთან ერთად მეზობლებთან მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებშიახალი და ერთიანი სირიული იდენტობა შექმნან“, - აცხადებს თურქეთში აშშ-ის ელჩი.

შეგახსენებთ, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში სირიის ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზებსა და ბედუინ მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით შეტაკებების შესაჩერებლად სუვეიდაში სირიის სამთავრობო ძალები შევიდნენ, თუმცა ისრაელმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალები დრუზების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდნენ. სუვეიდაში განვითარებული მოვლენების ფონზე და დრუზების დაცვის მიზნით ისრაელმა ოთხშაბათს სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა. ისრაელის საჰაერო იერიშების შემდეგ სირიის სამთავრობო ძალებმა სუვეიდადან გამოსვლა დაიწყეს. პარასკევს სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სტაბილურობის აღდგენის მიზნით ხელისუფლება სამხრეთში ჯარებს განალაგებს.

სირიის ომის მონიტორის ცნობით, მიმდინარე კვირაში ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზების მებრძოლებს, მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ბედუინთა ტომების წევრებს შორის დაპირისპირების შედეგად, 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს