ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, აშშ-სა და ვენესუელას შორის პატიმრების გაცვლა შედგა, რომლის ფარგლებშიც აშშ-მა სალვადორში დეპორტირებული 200-ზე მეტი ვენესუელის მოქალაქე კარაკასში გაგზავნა, ხოლო სანაცვლოდ ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა.

„ვენესუელაში დაკავებული 10 ამერიკელი თავისუფალია“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და სალვადორის პრეზიდენტს, ნაიიბ ბუკელეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ვენესუელის მთავრობამ სალვადორიდან 252 ვენესუელის მოქალაქის გათავისუფლება დაადასტურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს