„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები - უარი რუსულ სპეცოპერაციას" - ამ ლოზუნგით დღეს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები - უარი რუსულ სპეცოპერაციას"- ამ ლოზუნგით დღეს, 19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.

საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები არიან. ამასთან, მსვლელობას უერთდება საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ისინი არ აღიარებენ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და ახალი, თავისუფალი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისში, 19 ივლისს დაგეგმილი აქციის პარალელურად, ახალი არჩევნებისა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმშიც შეიკრიბებიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს