პაატა მანჯგალაძე - რეჟიმი ამბობს: თქვენ როგორც გინდათ ისე კი არ იცხოვრებთ, არამედ ივანიშვილს როგორც უნდა, ისე - არა ფარსს, არა ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებს, ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი

არა ფარსს, არა ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებს. ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი. მე არ მინდა, რომ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი წყვეტდეს ჩვენს მომავალს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა თსუ-ის პირველ კორპუსთან, საიდანაც პარლამენტისკენ მსვლელობა უნდა გაიმართოს.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, დღეს თსუ-ის ეზოში შეკრებილ მოქალაქეთა რაოდენობა და პოზიცია მოწმობს იმას, თუ რა სურს ხალხს.

„რეჟიმის მთავარი პროპაგანდაა, რომ თითქოს პროტესტი არ არის, ხალხი არ არის. სიცხის მიუხედავად, ნახეთ, რომ მთელი მოედანი სავსეა. ამ ქვეყანას პატრონად ჰყავს საქართველოს მოქალაქე, რეჟიმი კი ამბობს ასეთ რამეს, რომ თქვენ როგორც გინდათ ისე კი არ იცხოვრებთ, არამედ ივანიშვილს როგორც უნდა ისე იცხოვრებთ, ქართველ ხალხს რაც უნდა, ის კი არ უნდა გავაკეთოთ, ივანიშვილს რაც უნდა, ის გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ივანიშვილის მიხედვით უნდა ვიცხოვროთ თუ არა, ივანიშვილის, რომელიც გვეუბნება “არა ევროპას” , “არა განვითარებას, არა ცივილიზაციას”, თუ უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს უნდა, იყოს დაცული, უსაფრთხოდ, საქართველო იყოს მშვიდობიანი და ძლიერი“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა