ლევან ცუცქირიძე - თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას - დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია

დღევანდელი აქციის კონკრეტული გზავნილი არის ის, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი. მისი სცენარი და შედეგი დაწერილია,- ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა თსუ-ის პირველ კორპუსთან, საიდანაც პარლამენტისკენ მსვლელობა უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, უკომპრომისო ბრძოლა გაგრძელდება.

„ჩვენ, ახლა, თავს არ მოვატყუებინებთ ამ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას სახელად „ქართული ოცნება” და გავაგრძელებთ ამ პრინციპულ უკომპრომისო ბრძოლას. ამ პროტესტმა მოიტანა ყველაფერი ის, რაც აქამდე მოიტანა. დღეს, „ქართული ოცნება” არის ბევრად უფრო სუსტი, დაბნეული და შიდა ომებზე გადართული პოლიტიკური პარტია ვიდრე ოდესმე იყო. ამ ბრძოლა მოიტანა ეს ყველაფერი და ასე უნდა გავაგრძელოთ”,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ევროპარლამენტი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის და რომ ისინი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებენ.

კითხვაზე, ამ ფონზე, თუ როგორ ჩანან ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, ცუცქირეძემ ასე უპასუხა: „ძალიან მოკლე პასუხი მაქვს: ცუდად ჩანან“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს