ლევან სანიკიძე - 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა - ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ჩვენ მიგვაჩნია, რომ 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, 4 ოქტომბერს ტარდება ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანია ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან სანიკიძემ „ინტერპრესნიუსს” აქციაზე განუცხადა, რომელიც მიმდინარეობს ლოზუნგით „არა რუსულ არჩევნებს“.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ „ხელისუფლება კვლავ არალეგიტიმური დარჩეს“.

„დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი არის ისევ იმ მთავარი ორი მოთხოვნის აქტუალიზაცია - თავისუფალი, დემოკრატიული საპარლამენტო აქციის ჩატარება და პოლიტპატიმრების თავისუფლება, მაგრამ ხაზგასმა არის იმ ფაქტზე, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ და ვაპირებთ ივანიშვილთან ართანამშროლობის გზით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, 4 ოქტომბერს ტარდება ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანია ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. ივანიშვილი ვერ ეღირსება ჩვენგან ლეგიტიმაციას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მისი ხელისუფლრბა დარჩეს ისეთივე არალეგიტიმური, როგორიც არის დღეს“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს